აკაბილ
18:40, 30 აგვისტო 2019-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (მომხმარებელმა Cqwito გვერდი „აკაბილიჟ“ გადაიტანა გვერდზე „აკაბილი“ გადამისამართების დატოვე...)
აკაბილი
აფხაზური ვაზის ჯიში. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: კარგი ხარისხის, სუფრის წითელი ღვინო, ორიგინალური ბუკეტით და მაღალი ექსტრაქტულობით.
აკაბილს ახასიათებს საშუალო ზრდა-განვითარება და მაღალი მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში. ადგილობრივ აფხაზურ ჯიშებს შორის სოკოვან დაავადებათა მიმართ საშუალო გამძლეობით გამოირჩევა. გამოიყენება წვენის დასამზადებლად და როგორც ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ჯიში. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები
- ელკანა. საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება. ვაზის კატალოგი. აკაბილი
- ნ. ცერცვაძე, საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 219