გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ამლახუ შავი

შავი ამლახუ

ამლახუ შავი


სინონიმები: აჩკიკ, აჩკირკ

აფხაზური ვაზის ჯიში

საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ძლიერი ზრდის. რქების მომწიფების ხარისხი კარგი. ახასიათებს ჭრაქის მიმართ სუსტი გამძლეობა ყვავილობის პერიოდში. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.

ღვინო მაღალხარისხოვანი, ვარდისფერ-ოქროსფერი შეფერვის, არომატული, რბილი, სრული, ენერგიული, თავისებურად ცქრიალა. ამ ჯიშისაგან დამზადებული ღვინო ითვლებოდა კავკასიის ერთ-ერთ საუკეთესოდ ღვინოდ.