გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ეჰრამი

16:22, 13 ნოემბერი 2019-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <big>'''ეჰრამი'''</big> ---- სინონიმი: ჩარჩაბი ჩადრის სახეობა მესხეთ-ჯავ...)

ეჰრამი


სინონიმი: ჩარჩაბი

ჩადრის სახეობა მესხეთ-ჯავახეთში. თხელი შალის თეთრი ქსოვილის. 1 ან 1.5 მ სიგანისა და 3 მ სიგრძისა. ამ ქსოვილს ამზადებდნენ სომეხი ან ებრაელი ხელოსნები ქ. ახალციხეში. ეჰრამს ატარებდნენ შეძლებული ფენის წარმომადგენელი ქალები. ოსმალთა ბატონობის დროს გათხოვილი ქალის ჩაცმულობის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი, ქალის ტანზე სრულად მორგებული. ორი ფართო მანი ერთმანეთზე გადაკერებული. წინა მხარეს წელს ზემოთ გახსნილი. სახლის გარეთ ჩასაცმელ ამ ელემენტს ზოგჯერ წინ ბოლომდე ჩახსნიდნენ კიდეც.


ლიტერატურა

  • ი. სამსონია, ხალხური ტანსაცმელი აჭარაში, ბათუმი, 2005
  • ლ. ბარათაშვილი, მასალები XIX საუკუნის ქართული ხალხური ტანსაცმლის ისტორიისათვის მესხეთ-ჯავახეთიდან. მსმკი, 1966

მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=ეჰრამი&oldid=5996“-დან