გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

თერგი

22:02, 15 იანვარი 2020-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <big>'''თერგი'''</big> ---- 1. მდინარე საქართველოსა და რუსეთში (ჩრდილოეთი...)

თერგი


1. მდინარე საქართველოსა და რუსეთში (ჩრდილოეთი ოსეთი, ყაბარდო-ბალყარეთი, ჩეჩნეთი, ინგუშეთი, დაღესტანი). სიგრძე 623 კმ, აუზის ფართობი 43,2 ათ. კმ2. სათავე აქვს კავკასიონის ზილგახოხის მყინვარში. სათავიდან 30 კმ-ზე მიედინება კავკასიონის მთავარსა და გვერდით ქედებს შორის, სოფ. კობთან მკვეთრად უხვევს ჩრდილოეთისკენ და კვეთს გვერდით ქედს (დარიალის ხეობა), შემდეგ კლდოვან ქედსა და შავ მთებს. ბარში იტოტება. მდინარე სუნჯის შეერთების შემდეგ მიედინება კასპიისპირა დაბლობზე და ერთვის კასპიის ზღვას. შესართავთან აჩენს დელტას, რომლის ფართობია 4 ათ. კმ².

მთავარი შენაკადებია: მარცხენა — არდონი, ურუხი, მალკა; მარჯვენა — სუნჯა. საქართველოს ფარგლებში — სნოსწყალი. თერგი საზრდოობს მყინვარული და წვიმის წყლებით, წყლის რეჟიმი ხასიათდება წყალდიდობებით წელიწადის თბილ პერიოდებში, ძირითადად ივლის-აგვისტოში. იყენებენ სარწყავად. ქალაქ მოზდოკის ზემოთ თერგიდან გაყვანილია თერგ-კუმის სარწყავი არხი. მდინარის აუზშია ბაქსანის, გიზელდონისა და სხვა ჰესები. მდიდარია თევზით (კალმახი, თერგის ორაგული, კობრი, ფარგა და სხვა). ნაწილობრივ თერგის ხეობაში გადის საქართველოს სამხედრო გზა. თერგის ნაპირებზე მდებარეობს დაბა სტეფანწმინდა, აგრეთვე ქალაქები: ვლადიკავკაზი, მოზდოკი და ყიზლარი.
ლომეკი, თერგის ერთ-ერთი ისტორიული სახელწოდებაა ქართული წყაროების მიხედვით;

2. ხის დასამუშავებელი იარაღი, სატეხი (რაჭა).


მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=თერგი&oldid=6887“-დან