კორა
12:10, 6 მარტი 2020-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <big>'''კორა'''</big> ---- # სახვნელი იარაღის ნაწილი რვილის ყელთან, რომლ...)
კორა
- სახვნელი იარაღის ნაწილი რვილის ყელთან, რომლის შემწეობით იგი დამაგრებულია ფამფალაკზე. იხ.: გუთანი;
- პატარა ამონაკვეთი თოფის ლულაზე. მისი საშუალებით იღებენ მიზანს სროლის დროს;
- კარის საკეტი ხის კოჭი. მიმაგრებულია კარის ჩარჩოზე, სვეტზე ან სიგანის ხეზე;
- საქაჩავის შუაგულში ჩასმული ხის მრგვალი ბოძი, რომელზეც ამაგრებენ წნელებს. წნელები საგორაზეა დამაგრებული. მათი დატრიალება იწვევს ჭაჭის წნეხვას;
- საქონლის დასაბმელი რკალის მსხვილი ბოლო (ქართლი).