დინიქტუმი
დინიქტუმი (აქადურად: Di-ni-ik-tumKI), იყო შუა ბრინჯაოს ხანის ქალაქი, რომელიც მდებარეობდა თანამედროვე ბაღდადის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, თელ მუჰამედის ბორცვზე.
ისტორია
დამოუკიდებლობას მიაღწია მიიღო ძვ. წ-აღ. მე-18-ე საუკუნეში, ამორეველი წინამძღოლის (ra-bí-an MAR.DÚ) Itur-šarrum, ზეობისას, რომელიც მოხსენებულია საბეჭდავზე ეშნუნადან, ასევე ზიმრილიმის თანამედროვე Sîn-gāmil-ს, Sîn-šēmi-ს ვაჟის მეთაურობით (დაახ. ძვ. წ-აღ. 1710–1698 წწ.); მოიხსემიება აგრეთვე ჰამურაბის პერიოდში (დაახ. ძვ. წ-აღ. 1728-1686 წწ.). დინიქტუმი მოხსენიებულია აგრეთვე ძველბაბილონურ წერილში, რომელიც ამორეული სამეფოს, იამჰადის მეფე იარიმლიმ II-მ (დედაქალაქი იყო ჰალაბი (დღევანდელი ალეპო) მისწერა შუმერული ქალაქ-სახელწიფოს დერის მმართველს Yašub-Yahad-ს.
დინიქტუმი
რეგიონი | ქვემო შუამდინარეთი |
ქვეყანა | ერაყი |
ძველი სახელი | Di-ni-ik-tumKI |
თანამედროვე სახელი | Tell Muḥammad |
გრძედი | 33.300650° N |
განედი | 44.46857261° E |
პერიოდი | ბაბილონი |
მფარველი ღვთაება |
დინიქტუმის რუკა