გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ბაზიერი

22:51, 28 აგვისტო 2020-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ბაზიერი

ბაზიერი


ბაზიარი (სპარს.) — ქორ-შავარდენთა სანადიროდ დამგეშავ-მწვრთნელი და მეთვალყურე ფეოდალურ საქართველოში. ევალებოდა აგრეთვე შავარდნის ბუდის დაცვა და საშავარდნო გადასახადის აკრეფის თვალყურის დევნება. ვახტანგ მეფის დასტურლამალის მიხედვით, იყვნენ ქორის, შავარდნისა და გავაზის ბაზიერები. სამეფო კარის ბაზიერი სანადირო უწყებას ეკუთვნოდა და ბაზიერთუხუცესს ემორჩილებოდა.


წყარო

  • კეკელია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 144, თბ., 1977 წ.