გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

პანაშვიდი

11:26, 29 აგვისტო 2020-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <big>'''პანაშვიდი'''</big> ---- # (ბერძნ. pannychis — მწუხარის ლოცვა), საეკლესიო მ...)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

პანაშვიდი


  1. (ბერძნ. pannychis — მწუხარის ლოცვა), საეკლესიო მღვდელთმსახურება, ლოცვა მიცვალებულთათვის, სრულდება მიცვალებულის დაკრძალვამდე და დაკრძალვის შემდეგ მე-9, მე-40 დღეს, აგრეთვე დაბადების და გარდაცვალების წლისთავზე, ანგელოზის დღეს. პანაშვიდი შედგება 90 ფსალმუნისაგან, ძლისპირებისაგან თავიანთი ტროპარებით.
  2. მიცვალებულის ოჯახში სამძიმარზე მისვლა. საეკლესიო პანაშვიდის პარალელურად გავრცელებულია სამოქალაქო პანაშვიდი სამგლოვიარო პროცესიებით, მიტინგით, საპატიო ყარაულით.