გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ნაღარა

ნაღარა

ნაღარა


(არაბ. نقاره (naqqāra)) აზიის ქვეყნებში გავრცელებული დასარტყამი საკრავი. მისი სამშობლო ინდოეთია. ნაღარა არაბეთის ქვეყნებიდან და ეგვიპტიდან ევროპაშიც გავრცელდა. თანამედროვე ნაღარა დიდი ზომის დიპლიპიტოა. იგი შედგება 2 მოზრდილი ჭურისაგან, რომელზეც თხის, ნუკრის ან მოზვრის ტყავია გადაჭიმული. ნაღარის ორივე ჭური ქვევით დაგრძელებულია ქვევრის მსგავსად, ზევით - წაკვეთილი. იგი მზადდება გამომწვარი თიხის, სპილენძისა ან ხისაგან. საცემლად მრგვალთავიან მაგარ ჯოხებს იყენებენ. ნაღარას უკრავენ სახალხო ზეიმსა და დღესასწაულზე, ქორწილის, სამგლოვიარო ცერემონიების, აგრეთვე სამხედრო ლაშქრობის დროს. ნაღარა საორკესტრო საკრავიცაა (პირველად სიმფონიურ ორკესტრში შეიტანა გლიერმა).


ლიტერატურა:

  • შ. მშველიძე, საკრავთმცოდნეობა, თბ., 1965
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 334, თბ., 1984