გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ინგილოები

ინგილოები


სინონიმი: ჰერები

ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. ცხოვრობენ ისტორიული ჰერეთის ტერიტორიაზე. ეს მხარე ამჟამად აზერბაიჯანის რესპუბლიკის შემადგენლობაში შედის და მოიცავს სამ რაიონს: ბელაქანის, ზაქათალის და კახის. X-XV საუკუნეებში ჰერეთი მოიცავდა თანამედროვე შიდა კახეთისა და გაღმამხარის ტერიტორიებსაც. XV საუკუნემდე ჰერები და კახელები ხშირად ერთად ერთი სახელწოდებით — ჰერკახნი —მოიხსენიებიან. XV საუკუნიდან ჰერეთი და ჰერები აღარ იხსენიებიან, ორივე ტერმინი "კახეთმა" და "კახელებმა" გადაფარეს. კახის რაიონში მცხოვრებმა ჰერებმა შეინარჩუნეს ქრისტიანული რწმენა, დანარჩენ ორ რაიონში კი გამაჰმადიანდნენ. გამაჰმადიანებულ ქართველს იანგილოს ეძახდნენ, რაც თურქულად "ახლად მორჯულებულს" ნიშნავს. აქედან წარმოსდგება სახელები ინგილო და საინგილო. ინგილოები საუბრობენ ქართული ენის ინგილოურ დიალექტზე, რომელიც ახლოსაა კახურ-ქიზიყურთან, აგრეთვე ფერეიდნელი ქართველების მეტყველებასთან.