გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ოქროულა

21:14, 2 სექტემბერი 2020-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Oqroula.jpg

ოქროულა


კახური ვაზის ჯიში

მარცვალი მოქარვისფერო-ყვითელი ფერის, საშუალო და საშუალოზე დიდი ზომის, კანი თხელი და საკმაოდ მკვრივი, რბილობი საშუალო სიმკვრივის, გემო სასიამოვნო ჰარმონიული, მარცვალი ყუნწზე მჭიდროდაა მიმაგრებული. ადგილობრივი მოხმარების სუფრის ყურძენი. გემო საკმაოდ სასიამოვნო და ჰარმონიულია, ჯიშური არომატი სუსტადაა გამოხატული. არ არის ტრანსპორტაბელური, ასევე არ ინახება.

იძლევა ხარისხიან უალკოჰოლო ყურძნის წვენს. სოკოვანი დაავადებების მიმართ გამძლეობა საშუალოდაა შეფასებული - ჭრაქის მიმართ უფრო გამძლეა, ვიდრე ნაცრის მიმართ. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.


წყარო