გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

გრდემლი

20:54, 13 სექტემბერი 2020-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ლარგვისი. მელთაურების სამჭედლო გრდემლი. ვიტალი ქენქაძის ფოტოს მიხედვით

გრდემლი


რკინის საყრდენი ლითონის გამოსაჭედად. არსებობს ორი ტიპისა - „ურქო“ და „რქიანი“, რომლებიც მრავალი ქვესახით არის წარმოდგენილი პირველი ტიპი უფრო ადრინდელად ითვლება და უახლოვდება უმარტივეს გრდემლს, რომელსაც ჭედური რკინის დამუშავებაში მადნის დასაფშვნელად იყენებდნენ და უკანასკნელ დრომდე შემოინახა. ურქო გრდემლი წაკვეთილი პირამიდის ფორმისაა. ვიწრო თავით ჩამაგრებულია ხის კუნძში („ქალამანი“). მას „ქართული გრდემლიც“ ეწოდება. რქიანი გრდემლი რამდენიმე სახისაა („ორრქიანი. „ცალრქიანი“, „დუმიანი“ და სხვ.). ე.წ. სამთავა გრდემლი თავმოხრილია, წინ ქიმით გამოიყენება წვეტიანი საგნების დამზადების დროს.


ლიტერატურა

  • ნ. რეხვიაშვილი, მჭედლობა რაჭაში, 1953 წ.