გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

მინდი

მინდი


საფქვავის ნაწილი, რომელიც რჩება მეწისქვილეს, წისქვილით მომსახურების საზღაურად. - ,,რაც ჩვენ აქ დასაფქვავი პური მოვიდეს და იქ ჩვენთვის დაიფქვას, თქვენ იმის მ ი ნ დ ი არ უნდა გთხოვოთ" (ქართული სამართლის ძეგლები, IV, 152,18) - ,,ახლა ეს წისქვილი რომ გაკეთდეს, რაც ამ ბუჭულაში მ ი ნ დ ი მოვიდოდა, იმის მაგიერ ამ წისქვილის მ ი ნ დ ი დ ა მ ამ გლეხკაცებს მისცენ" (ქართული სამართლის ძეგლები, IV, 494,17)


ლიტ.: ნ. ჭოხონელიძე, მინდ-ის ისტორიისათვის ქართულში, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება XXV, მეცნიერება, თბ. 1986 გვ. 143

მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=მინდი&oldid=12981“-დან