გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

აღაიანის სამარხი

მთავარი გვერდი

სოფელი აღაიანი მდებარეობს კასპის რაიონში, მდინარე ქსნის მარჯვენა ნაპირზე, სოფ. კასპიდან 22 კმ. დაშორებით (შიდა ქართლი, აღმოსავლეთ საქართველო).

1961 წელს სოფლის ტერიტორიაზე მიწის სამუშაოების დროს დაზიანდა გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის სამარხი. დაახლოებით ერთი კვ.მეტრის ფართობზე აკრეფილი მასალა, რომელიც მ. ბარამიძის მიერ იქნა შესწავლილი, ერთი სამარხიდან მომდინარე კომპლექსად არის მიჩნეული.

აღაიანის კომპლექსში შედის მოშავო-მონაცრისფროდ გამომწვარი თიხის ჭურჭელი და ბრინჯაოს ნივთები (ტაბ.I-II). აქ აღმოჩენილი ბრინჯაოს ბოლომომრგვალებული მახვილის მიხედვით აღაიანის კომპლექსი ძვ.წ. XII ს. II ნახ. თარიღდება.

ძეგლის ერთი ნაწილი დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ნაწილი-კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.


ლიტერატურა

აღაიანის სამარხი

ქვეყანა საქართველო
რეგიონი შიდა ქართლი
მუნიციპალიტეტი კასპი
თანამედროვე სახელი აღაიანი
გრძედი 41.915556° N
განედი 44.547222° E
პერიოდი ძვ.წ. XII ს. II ნახ. გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანა

აღაიანის სამარხი. მალხაზ ბარამიძის მიხედვით
აღაიანის სამარხი. მალხაზ ბარამიძის მიხედვით