გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ყურთმაჯი

13:52, 2 ივნისი 2021-ის ვერსია, Paata (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ყურთმაჯი


1. ადრეფეოდალურ ხანაში, ქართული კაბის სახელწოდება. 2. კაბის სახელო, რომელიც იღლიიდან მთელს სიგრძეზეა ჩამოშვებული და ღიაა. ასეთი სახელო ეკერებოდა კაბის ზედა ჩასაცმელს, მოკლე ჩოხას, ბლუზას, ქათიბს და ა.შ. სამოსის ამ დამატებით ელემნტს, ერთგვარ ცხუ სახელოს, მაჯაზე დასამაგრებლად ფერადი ზონარი ჰქონდა შებმული; ასევე, ხშირად სახელოთა ნაპირები შემკული იყო დამატებითი ფერადი ზონრებითაც. მართალია, ჩაცმის შემდეგ ყურთმაჯი ფართო სახელოთა ქვეშ ექცეოდა, მაგრამ ხელების მოძრაობისას თვალსაჩინო ხდებოდა. (პ.ბ.)


ლიტ.: ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი, მთ. რედ-ი პროფ. სოსო ჭანტურიშვილი, თბ. 2009 გვ.149