აბაკი
09:28, 14 აპრილი 2023-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <big>'''აბაკი'''</big> ---- აბაკი (ლათ. abacus — "დაფა") — არქიტექტურაში, სვეტის...)
აბაკი
აბაკი (ლათ. abacus — "დაფა") — არქიტექტურაში, სვეტის ან პილასტრის კაპიტელის ზედა ფილა. კლასიკური არქიტექტურული ორდერების აბაკი ჩვეულებრივ კვადრატული ფორმისაა და აქვს სწორი (დორიული ორდერი, იონური ორდერი ორდერი) ან მრუდხაზოვანი ნაპირები (კორინთული ორდერი). ქართულ ხუროთმოძღვრებაში აბაკი ხშირად მოჩუქურთმებულია.