გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ბაზილიკა

19:22, 16 აპრილი 2023-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <big>'''ბაზილიკა'''</big> ---- # პორტიკი ათენში, სადაც არქონტ-ბაზილევსის...)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ბაზილიკა


  1. პორტიკი ათენში, სადაც არქონტ-ბაზილევსის ადგილსამყოფელი იყო.
  2. წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმის გეგმის მქონე შენობა, ბოძების ან სვეტების რიგებით დაყოფილი სამ ან ხუთ გრძივ ნაწილად (ნავად), რომელთაგან შუა, ჩვეულებრივ, გვერდით ნავებზე მაღალია და განიერი. ძველ რომში ბაზილიკაში თავსდებოდა სასამართლო, სავაჭრო დაწესებულებები. შემდგომში ბაზილიკა ქრისტიანული ეკლესიის კომპოზიციის მეტად გავრცელებული სახეობაა (განსაკუთრებით ადრინდელ ქრისტიანულ არქიტექტურაში).