ალეში
ალეში
მდარე. ამ ტერმინით აღინიშნება დაბალი ხარისხის ღვინის მომცემი ვაზის ჯიშები. ალეშის ჯიშის ვაზი ველური წარმოშობისაა. გვხვდება რაჭა-ლეჩხუმსა და იმერეთში და ძირითადად იგულისხმება მუქი წითელი ან შავი ყურძნის ჯიშები. ხშირად კუპაჟის წესით ურევენ სხვა ჯიშის ყურძენს და ღებულობენ კარგი ხარისხის ღვინოს (კუპაჟი - ერთი გოდორი ალადასტური, ორი გოდორი ნებისმიერი სხვა ჯიშის ყურძენი).