გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

აფხაზები

10:25, 6 ივლისი 2019-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

აფხაზები


(თვითსახელწოდება - აფსუა) კავკასიის ერთ-ერთი ხალხი, ქართველებთან ერთად საქართველოს ჩრდილო-დასავლეთი ნაწილის მოსახლეობა. აფხაზები მცირე რაოდენობით ცხოვრობენ აჭარაშიც. მუჰაჯერების შთამომავალი აფხაზები ცხოვრობენ თურქეთსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. აფხაზური ენა შედის იბერიულ-კავკასიურ ენათა აფხაზურ-ადიღეურ ჯგუფში. მასში გამოიყოფა აბჟუასა (ოჩამჩირის რ-ნი) და ბზიფის (გუდაუთის რ-ნი) დიალექტები. გვიან შუა საუკუნეებამდე აფხაზები აქტიურ როლს ასრულებდნენ საქართველოს კულტურულ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. განვითარებულ შუა საუკუნეებში აფხაზეთის ტერიტორია შედიოდა ოდიშის სამთავროს შემადგენლობაში. მე-17-მე-18 სს-ში აფხაზების ეთნოკულტურულ სახეზე დიდი გავლენა იქონიეს ჩრდილო-დასავლეთ კავკასიიდან გადმოსულმა აბაზურ-ადიღეურმა ტომებმა. ამ დროიდან იცვლება აფხაზთა ეთნიკური მიკუთვნება. ყალიბდება თანამედროვე აფხაზი (თვითსახელწოდება - აფსუა) ხალხი. მე-17 ს-ის ბოლოს ჩამოყალიბდა აფხაზეთის სამთავრო შარვაშიძეებით სათავეში. აფხაზური სოფლური დასახლება, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობანი, ტანსაცმელი, შრომის იარაღები და სხვ. უმთავრესად დასავლეთ-ქართული და კავკასიური ტიპისაა. მორწმუნე აფხაზები მუსლიმი სუნიტები და ქრისტიანები არიან.