გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ახოს აღება

11:42, 6 ივლისი 2019-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ახოს აღება


სინონიმი: ახოს გატეხვა

სახნავ-სათესი მინდვრის მოპოვება ტყის გაჩეხვის შედეგად. გულისხმობს აჩეხვას, დაწვას, ამოძირკვას, სისტემა მოიცავს: ნიადაგის დასამუშავებელ იარაღებს, ნიადაგის თვისებებს, ნაყოფიერებას, კლიმატურ პირობებს, სახნავი ადგილის ზედაპირის ფორმას, ნიადაგის ტენიანობას, ნაკვეთის მდებარეობას, დაქანებას, პურეულის ჯიშებს, თესლმონაცვლეობას, ახოს გასატეხ იარაღებს: თოხ-წერაქვი, ნაჯახი, ცულ-ქანჩი, წალდი, რკინის კეტი. დგინდება ახოს აღების ორი მეთოდი: ცეცხლის გამოყენებით და უცეცხლოდ. სამეგრელოში: ჭვარვა, ოჭვარუა.