აჯილა
აჯილა
- სამხრეთ საქართველოში საცხოვრებლის შესასვლელის მარჯვნივ ნეფე-დედოფლის დასაჯდომი ადგილი. იგი იდგმებოდა მაშინ, როცა ქორწილს ბოსელში ან დარბაზში შლიდნენ. აჯილაზე მსხდომი ნეფე-დედოფალი აღმოსავლეთის მხარეს იყურებოდა და ქალის, პატარძლის "ჩაბარების" წესს მხოლოდ აჯილას წინ ასრულებდნენ. ის იყო ახალდაქორწინებულთა პირველი საძინებელი ადგილიც (სინ. აჯილაკი);
- სამეგრელოში ნეფეს პატარძალი თავის სოფელში ზოგჯერ ნავით მიჰყავდა. ნავის კირჭთან მათთვის განკუთვნილ ადგილს ერქვა აჯილაკი (იხ. ორმო).