ბასმა
ბასმა
- საღებავი, ჩვეულებრივ, შავი ფერის. გავრცელდა ირანიდან როგორც ქალის თმის საღებავი;
- დაჩითვა, შეღებვის წესი, როცა ქალის ლეჩაქზე ბასმით გამოჰყავდათ ყვავილის სახეები;
- თეთრი, წებოვანი საღებავი. ჰაერზე მალე შრება;
- თხელფურცლიანი ვერცხლი ან ოქრო ტვიფრული ჩუქურთმით ან წმინდანთა გამოსახულებებით. გამოიყენებოდა საღმრთო წიგნების ან წმ. ხატების გასამშვენებლად.