გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

აგაგა

08:35, 11 ივლისი 2019-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

აგაგა


მივიწყებული მიცვალებულის მშიერი, მოხეტიალე სული მეგრული რწმენა-წარმოდგენების მიხედვით. წარმოდგენილი ჰყავთ სუსტი, ძლივს მოსიარულე მამაკაცის ან ქალის სილუეტის სახით. ღამით ხშირად ჩნდება სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სასოფლო გზებსა და ბილიკებზე; არის ამბივალენტური ბუნების: ერთი ცნობით, ეზოში მის გამოჩენას მოუსავლიანობა, საქონლის ჭირიანობა, ოჯახის სიღარიბე მოაქვს, აშინებს ადამიანებს; სხვა ცნობით, აგაგა ადამიანის დამხმარედაც გვევლინება, შველის მგზავრებსა და მეთევზეებს.


წყაროები


მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=აგაგა&oldid=1902“-დან