გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ბერი-ბერა

17:49, 13 ივლისი 2019-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ბერი-ბერა

ბერი-ბერა


  1. ბერიკაობა-ყეენობის მთავარი პერსონაჟი. იგივეა, რაც ბერიკა (ამალის ბატონ-პატრონი). ატარებდა ქუდ-ნიღაბს. იყო რიტუალის წარმმართველი.
  2. ქართულ მითოლოგიაში აღმოსავლეთ საქართველოს მთიელებში (მთიულეთში, გუდამაყარში) ანთროპომორფული ღვთაება, რომელიც მოსავლის მფარველია და საქონლის ნაყოფიერებას და მოსახლეობის ზრდას უწყობს ხელს. ბერი-ბერა აგრარული კალენდარული დღესასწაულების ერთ-ერთი პერსონაჟია. წინასაახალწლო რიტუალის დროს მამაკაცთა შორის უფროსი, რომელიც ბერი-ბერას განასახიერებდა, სახლში ჯოხზე გადამჯდარი (ბერბერა) შედიოდა მისალმებებით და კეთილი სურვილებით.