მამაკაცი პირთან ან თავთან მიტანილი ხელით |
ვარიანტი :
უნიკოდი : Symbol Name: Egyptian Hieroglyph A002; Unicode number: U+13001; HTML Code: 𓀁
აღწერა
- თავდაპირველად ეს დეტერმინატივი ორ სხვადასხვა ნიშანს წარმოადგენდა: ერთი იყო მჯდომარე მამაკაცი, რომელსაც პირთან ჰქონდა ხელი მიტანილი, როგორც "ჭამის" დეტერმინატივი; მეორე ნიშანში ხელი პირთან ბოლომდე არ ჰქონდა მიტანილი, არამედ ხელის მტევნით გარეთ მიქცეული, როგორც ლაპარაკის, ინტელექტისა და შეძახილის აღმნიშვნელი. მოგვიანებით მეორე პირველი ფიგურით შეიცვალა.
- ჭამისა და სმის აღმნიშვნელი დეტერმინატივი, როგორც მაგ.: სიტყვებში
wnm ("ჭამა") , zwr ("სმა"), ḥqr ("მშიერი").
- საუბრისა და წამოძახილის დეტერმინატივი, როგორც მაგ.: სიტყვებში j ("აბა! მისმინეთ"), sḏd ("გადათვლა"), gr ("ჩუმად ყოფნა").
- ფიქრისა და გრძნობის დეტერმინატივი, როგორც მაგ.: სიტყვებში kꜣj ("დაგეგმვა"), mrj ("ყვარება").
|