გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

გოგრიჭი

12:06, 9 აგვისტო 2019-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <big>'''გოგრიჭი'''</big> ---- ქვის სასროლი იარაღი. წარმოადგენს მახრიღლი...)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

გოგრიჭი


ქვის სასროლი იარაღი. წარმოადგენს მახრიღლივ გადასაკიდებელ ღვედს, რომელსაც მიბმული აქვს ძუა-ჭაპანი და ზედ ასხმულია გახვრეტილი მრგვალი ქვები, რომლებთაც გოგრიჭები ეწოდება. სასროლად მსროლელი ხმარობდა არა მარტო ბუნებაში შემთხვევით ნაპოვნ გახვრეტილ ქვებს, არამედ ხელოვნურად დამზადებულსაც, ე.ი. გაჩარხულ ქვებს. გოგრიჭები იჩარხებოდა ადვილად დასამუშავებელი ქვის ჯიშებისგან. ამზადებდნენ გამომწვარი თიხისგანაც. გამოწვამდე შუაში ჯოხს უყრიდნენ, რის გამოც ნახვრეტი რჩებოდა, გოგრიჭები მზადდებოდა სხვადასხვა ფორმის: მრგვალი, კვერცხისებური, წვეთურა და სხვა. სცოდნიათ აგრეთვე თიხის გოგრიჭებში კაჟის ქვების ჩაყოლებაც (გამოწვამდე), რომელსაც „ბუძგა გოგრიჭი“ ერქვა. ყველაზე უფრო კარგი მიზანში სასროლად წვეთურა ფორმის გოგრიჭი ყოფილა. უკანასკნელ ხანებში ქვის სროლის ეს მეთოდი ბავშვთა თამაშის ელემენტი გამხდარა და მას გოგრიჭობანას უწოდებდნენ. როგორც ეთნოგრაფიული მასალით ირკვევა, გოგრიჭს ძველად სერიოზული საბრძოლო გამოყენება ქონია, ეს იარაღი გაწაფული მეშურდულის ხელში, დიდი სიზუსტით და ზედიზედ მიყოლებით, ქვის მტერზე დაშენის საშუალებას იძლეოდა, ახლო მანძილზე ცხენზე ამხედრებული მხედრისთვის გოგრიჭი უკვე მოსაქნევ-ჩასარტყმელი საშუალება ხდებოდა. ძუა-ჭაპანის ბრუნვის რადიუსი მსროლელს საშუალებას აძლევდა, შეექმნა დიდი სიხშირის მაბრუნებელი ძალა, რაც გასროლილ გოგრიჭებს მაღალ საწყის აჩქარებას აძლევდა (რაჭა).


ლიტერატურა

  • ა. გიორგობიანი, ქვის კულტი და ქვის საბრძოლო იარაღები, გაზ. „რაეო“ 1997 წ.