გორდა
გორდა
მოკლე, უვადო და დრეკადი ხმალი, რომელსაც შუაში ერთი ფართო, ხოლო ყუისკენ დამატებით ორი ვიწრო ღარი გასდევს. აქვს თავისებური დამღა - ხმლის ყუაზე გამოყვანილი ტალღოვანი რკალები ან ხმლის პირზე ორი მოპირდაპირე დაკბილული პატარა ნახევარრკალი. გორდა ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში; საბას სიტყვით - "ამას ქართველნი ჰყვარობდნენ" აღმ. საქართველოს მთიანეთში შემოინახა როგორც ადგილობრივი, ასევე XVI-XVII სს-ის ცნობილ იტალიელ ოსტატთა ნახელავი გორდა ხმლები, რომლებიც გენუელ ვაჭრებს შემოჰქონდათ საქართველოში. ჩვენში დამზადებულ ხმლის პირებს სადამღო რკალები ყუაზე მიჯრით ჰქონდა გამოყვანილი.
ლიტერატურა
ქაფიანიძე მ., ქართული ხმლების ტიპოლოგიისათვის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე, N 1, 2010 ჯავახიშვილი ივ., მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, ტ. 3-4, თბ., 1962; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. III, გვ. 224, თბ., 1978 წელი. Аствацатурян Э. Г., Оружие народов кавказа, Санкт-Петербург, 2004 Ленц Е. Е., О клеймах мастеров на оружии, Санкт-Петербург, 1911 ჯავახიშვილი ივ., მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, ტ. III-IV თბილისი, 1962 კუტალეიშვილი ზ., ნაოსნობა საქართველოში, თბილისი, 1987