გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

გორდა

გორდა ხმალი

გორდას დამღა

გორდა


მოკლე, უვადო და დრეკადი ხმალი, რომელსაც შუაში ერთი ფართო, ხოლო ყუისკენ დამატებით ორი ვიწრო ღარი გასდევს. აქვს თავისებური დამღა - ხმლის ყუაზე გამოყვანილი ტალღოვანი რკალები ან ხმლის პირზე ორი მოპირდაპირე დაკბილული პატარა ნახევარრკალი. გორდა ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში; საბას სიტყვით - "ამას ქართველნი ჰყვარობდნენ" აღმ. საქართველოს მთიანეთში შემოინახა როგორც ადგილობრივი, ასევე XVI-XVII სს-ის ცნობილ იტალიელ ოსტატთა ნახელავი გორდა ხმლები, რომლებიც გენუელ ვაჭრებს შემოჰქონდათ საქართველოში. ჩვენში დამზადებულ ხმლის პირებს სადამღო რკალები ყუაზე მიჯრით ჰქონდა გამოყვანილი.


ლიტერატურა: ქაფიანიძე მ., ქართული ხმლების ტიპოლოგიისათვის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე, N 1, 2010 ჯავახიშვილი ივ., მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, ტ. 3-4, თბ., 1962; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. III, გვ. 224, თბ., 1978 წელი. Аствацатурян Э. Г., Оружие народов кавказа, Санкт-Петербург, 2004 Ленц Е. Е., О клеймах мастеров на оружии, Санкт-Петербург, 1911 ჯავახიშვილი ივ., მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, ტ. III-IV თბილისი, 1962 კუტალეიშვილი ზ., ნაოსნობა საქართველოში, თბილისი, 1987


მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=გორდა&oldid=4227“-დან