წნორის თეთრი
15:53, 9 სექტემბერი 2019-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <big>'''წნორის თეთრი'''</big> ---- კახური ვაზის ჯიში მარცვალი საშუალო ზო...)
წნორის თეთრი
კახური ვაზის ჯიში
მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან სუსტად ოვალური. მომწვანო-ყვითელი ფერის, მზის მხარეს მოწითალო ელფერით. კანი თხელი, ელასტიკურია, არ სცილდება რბილობს, დაფარულია სქელი ნაფიფქით. რბილობი წვნიანია, კნატუნა. გემო სასიამოვნო, ჰარმონიული. მარცვალი ადვილად სცილდება ყუნწს. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიშია.
დგება თეთრი სასუფრე და საკუპაჟე ღვინო რქაწითელთან ერთად. ჯიშური ღვინოები მიიღება საკმაოდ მაღალი ხარისხის. ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ყურძენი.