გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

დოლის პური

08:38, 2 ნოემბერი 2019-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <big>'''დოლის პური'''</big> ---- რბილი ხორბლის ქართული ადგილობრივი საშე...)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

დოლის პური


რბილი ხორბლის ქართული ადგილობრივი საშემოდგომო ჯიში-პოპულაცია. ფხიანია, თავთავი თითისტარისებრი და საშუალო სიმკვრისისა აქვს. მარცვალი რქისებრია, არ ცვივა, კარგად უძლევს ყინვასა და გვალვას, მაგრამ ჩაწოლა იცის და ადვილად ავადდება ყვითელი და მურა ჟანგათი.
ხარობს ზღვის დონიდან 600-2000 მ სიმაღლეზე. დოლის პური ძირითადად თეთრ (თეთრი დოლის პური) და წითელთავთავიანია (წითელი დოლის პური). მისი ეკოტიპებია ქართლის დოლი, კახური დოლი, ახალციხის წითელი დოლი და სხვა.