გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

დუყი

10:13, 2 ნოემბერი 2019-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <big>'''დუყი'''</big> ---- # ახლად გამოტანილი ყლორტი. # ჩაის ყლორტის 2-3 ფოთლ...)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

დუყი


  1. ახლად გამოტანილი ყლორტი.
  2. ჩაის ყლორტის 2-3 ფოთლიანი წვერო. ჩაის დუყი შეიძლება იყოს ნორმალური და ყრუ. პირველს აქვს მზარდი წვერის კვირტი, რომელზეც მჭიდროდ აქვს ფოთოლი შემოხვეული და ნემსისებურად არის წაგრძელებული; მეორეს არც კვირტი ეზრდება და არც ფოთოლი აქვს შემოხვეული, ღიაა და ოდნავ გვერდზეა გადახრილი. 2-3 ფოთლიანი დუყები ნაზია და მათ ჩაის ხარისხოვანი ფოთლის დასამზადებლად იყენებენ. ზოგიერთი 3-ფოთლიანი ყრუ დუყი მოუხეშოა და მათგან დაბალი ხარისხის ჩაი გამოდის. დუყის საშუალო მასა მერყეობს დუყის ტიპის, ჩაის ჯიშისა და კრეფის სეზონის მიხედვით. ყრუ დუყი 30%-ით უფრო მსუბუქია, ვიდრე ნორმალური. უხეში დუყის მასა 20%-ით მეტია, ვიდრე ნაზი დუყისა. კრეფის სეზონის დასაწყისში (აპრილი-მაისი) დუყის მასა უფრო მეტია, ვიდრე სეზონის ბოლოს. ყველაზე მაღალხარისხოვანი ჩაი მზადდება შუა სეზონში მოკრეფილი კვირტისა და 1-2 ფოთლიანი დუყებისაგან.

მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=დუყი&oldid=5813“-დან