ენდოგამია
15:55, 9 ნოემბერი 2019-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <big>'''ენდოგამია'''</big> ---- ჩვეულება, რომლის მიხედვითაც ქორწინება ნ...)
ენდოგამია
ჩვეულება, რომლის მიხედვითაც ქორწინება ნებადართული იყო საზოგადოების გარკვეული ჯგუფის, ტომის, კასტის, საგვარეულოსა და ა.შ. შიგნით. მიჩნეულია, რომ პირველყოფილი საზოგადოების გვარი იყო ეგზოგამური, ტომი კი ენდოგამური. პირველყოფილი თემური წყობილების რღვევის პერიოდში ზოგ ხალხში საგვარეულოები, პატრონიმიები გახდა ენდოგამური, რაც გამოწვეული იყო ქონების ახლო ნათესავებში შენარჩუნების მოთხოვნილებით.