გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ასლი

15:10, 6 იანვარი 2020-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ასლი

ასლი


წყვილმარცვალა (Triticum dicoccum), ერთწლოვანი მცენარე მარცვლოვანთა ოჯახისა. აერთიანებს მთელ ქვესახეობებსა და კილიანი ხორბლის ფორმებს. ასლის თავთავი მტვრევადია, მკვრივი და უმეტესად ფხიანი. მარცვალი ზის ყვავილის კილში. თითოეულ თავთუნში 2 მარცვალია (აქედან სახელწოდება წყვილმარცვალა). კულტურაში ცნობილია უძველესი დროიდან — აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ევროპაში. ამჟამად ასლს მცირე ფართობი უჭირავს უმთავრესად ხმელთაშუაზღვისპირეთში, ვოლგისპირა და კავკასიის ზოგიერთ რაიონებში. საქართველოში იგი აქა-იქ შემორჩენილია მთიან ზონაში (ფშავ-ხევსურეთი, სამაჩაბლო, დმანისის, წალკის, ახალქალაქის, თიანეთის რაიონები). ასლი გვალვაგამძლეა, ჩაწოლა არ ახასიათებს, ჟანგა და გუდაფშუტოვან დაავადებათა მიმართ გამძლეა, იყენებენ ხორბლის სელექციაში, მარცვლისაგან ამზადებენ ფქვილსა და ფურაჟს.


წყარო

  • ჩხენკელი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 637, თბ., 1975 წ.

მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=ასლი&oldid=6459“-დან