ოროველა
ოროველა. ჰამლეტ გონაშვილი და ანსამბლი "რუსთავი"
ქართული ხალხური შრომის სიმღერა. გავრცელებულია ქართლსა და კახეთში. უკავშირდება მიწისა და მოსავლის წარმართული ღვთაების ოროველის კულტს (მაგ., „ოროველ, ორმო ჩასთხარე ქვიანი, მოგვეც ბარაქა“). მღერიან გუთნით მიწის ხვნის, კალოზე პურის ლეწვისა და განიავების დროს. ამის მიხედვით სიმღერას სხვადასხვა სახელწოდებაც აქვს: გუთნური, კალოური, კევრული (ოროველა მათი ზოგადი სახელია). ამ სიმღერებს მსგავსი მეტრ-რიტმული ინტონაცია და პოეტური ტექსტი აქვთ. ოროველა ერთხმიანია (იშვიათად — ორხმიანი). ასრულებს მამაკაცთა ჯგუფი.
წყაროები
- მამალაძე თ., შრომის სიმღერები კახეთში, თბ., 1962 წ.;
- ოქროშიძე თ., ქართული ხალხური შრომის პოეზია, თბ., 1963 წ.;
- ჩიქოვანი მ., ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, ტ. 1, თბ., 1975 წ.;
- ჩხიკვაძე გ., ქართული ხალხური მუსიკა, თბ., 1965 წ.;
- ჩხიკვაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 584, თბ., 1984 წ.