გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

თავთუხი

07:18, 12 იანვარი 2020-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <div class="img-thumbnail color-border-dotted pull-right">ფაილი:Tavtuxi.jpg|right|thumb|275px|link=|<center><small>თავთუხი</small></c...)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
თავთუხი

თავთუხი


ლათ.: Triticum durum Desf. მაგარი ხორბლის ქართული ჯიში-პოპულაცია. სითბოსა და ტენის მოყვარული მცენარეა.

წარსულში, საქართველოში ხორბლის გავრცელებულ სახეობათა შორის თავთუხი მესამე ადგილზე იყო (რბილი ხორბალი, დიკა, მაგარი ხორბალი). იგი ძირითადად მის აღმოსავლეთ ნაწილში იყო გავრცელებული.

გავრცელებულია დაბლობ ზოლში ზღვის დონიდან 600-800 მეტრამდე. თავთავი მკვრივი და ფხიანია, მარცვალი — მსხვილი. ბოტანიკური, ეკოლოგიური და ბიოლოგიური ნიშნებით განასხვავებენ ზემო და ქვემო ქართლის თავთუხებს. საქართველოში თავთუხის ნათესები თანდათან მცირდება.

უფრო მეტი სამეურნეო მნიშვნელობა აქვს მის მოყვანას შიდა ქართლში, როგორც გვიანი თესვის ამტან და ზამთრისაგან დაზიანებული ნათესების სადაზღვევო ჯიშს. თავთუხი ძვირფასი სასელექციო მასალაა. მაგარი ხორბლების ქართული ფორმები რბილ ხორბლებთან შედარებით დაავადებების მიმართ მეტი გამძლეობით ხასიათდება.

ამჟამად საქართველოში, ამ სახეობის ადგილობრივი ფორმები დაცულია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის გენბანკში. სელექციური ჯიშები გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ ფერმერულ მეურნეობაში.