თალმუდი
17:40, 12 იანვარი 2020-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <big>'''თალმუდი'''</big> ---- ებრაულად: תַּלְמוּד talmūd # ებრაელთა წმინდა წიგნი...)
თალმუდი
ებრაულად: תַּלְמוּד talmūd
- ებრაელთა წმინდა წიგნი;
- იუდაიზმის პირველწყარო, თორასა და ძველი აღთქმის სხვა წიგნებთან ერთად. "თალმუდი" ებრაული სიტყვაა და ნიშნავს "შესწავლას". თალმუდი აერთიანებს იუდაისტურ ღვთისმეტყველებას, საღვთისმსახურო პრაქტიკას და სამართალს. თალმუდი, ფაქტობრივად ძველი აღთქმის ეგზეგეზა ანუ თარგმანებაა ფართო და მრავალმხრივი პროფილით. თალმუდი თაობიდან თაობას ზეპირად გადაეცემოდა. შემდეგ კი დაიწყეს მისი ჩაწერა, რასაც სათავე ფარისევლებმა და სადუკეველებმა დაუდეს. მისი სრულყოფის პროცესი 7-8 საუკუნის მანძილზე მიმდინარეობდა და დასრულებული სახე V ს-ში მიიღო. ასე შეიქმნა ვეებერთელა კრებული, რომელიც იყოფა 6 განყოფილებად და 63 ტრაქტატად. მხოლოდ მასზე დაყრდნობითაა შესაძლებელი იუდაისტური რელიგიის არსში გარკვევა. იუდაიზმის ფუძემდებლური წყარო. ესაა თორის კომენტარები, რომელიც წარმოადგენს მრავალი თაობის რელიგიურ–სამწერლო მოღვაწეობის ნაყოფს. მისი ძირითადი ნაწილებია მიშნა ("განმეორება"), ე. წ. ზეპირი თორა და გემარა ("განსრულება"). მიშნა შედგება ბრძენთა ლაკონიური გამონათქვამებისგან, რომლებიც განმარტავენ თორის ამა თუ იმ ადგილს, ხოლო გემარა, თავის მხრივ, განმარტავს მიშნას, მის, ხშირ შემთხვევაში, ბუნდოვან კომენტარებს და საგრძნობლად აღემატება მას მოცულობით.
წყაროები
- ნუგზარ პაპუაშვილი, მსოფლიო რელიგიები საქართველოში, თბ., 2002
- რელიგიები საქართველოში, რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე, ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე, თბ., 2008