გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

თექალთო

22:50, 15 იანვარი 2020-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <big>'''თექალთო'''</big> ---- სინონიმი: თოქალთო ცხენის აღკაზმულობის ნაწ...)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

თექალთო


სინონიმი: თოქალთო

ცხენის აღკაზმულობის ნაწილი. მზადდებოდა ტყავისა და ნაბდისაგან. შედგება ორი ნაწილისაგან - ზედა და ქვედა პირი. ზომას ვარაუდით იღებდნენ - კეხის სიგანეზე უფრო დიდს. ხშირ შემთხვევაში თექალთოს ბოლოში ორი წვრილი თასმა უმაგრდებოდა ტვირთის შესაკრავად. ნაბდის თექალთო ხან ცალკე, ხან კი ტყავისას ქვეშ ეფინებოდა, ზოგ თექალთოს ერთი მხარე ტყავისა, მეორე კი ნაბდისა ჰქონდა. მას საოფლის შემდეგ ცხენის ზურგზე აფენდნენ და ზედ ადგამდნენ უნაგირს.