გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

თილისმა

14:44, 16 იანვარი 2020-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <big>'''თილისმა'''</big> ---- თილისმა (ასევე ამულეტი, ლათ. amuletum) — მაგიური...)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

თილისმა


თილისმა (ასევე ამულეტი, ლათ. amuletum) — მაგიური ნივთი, რომლის ფუნქცია მისი მფლობელის დაცვა ან მისი მაგიური ზემოქმედების ეფექტურობის გაზრდაა. ზოგიერთის რწმენით თილისმებს ასევე შეუძლია წარმატების მოტანა, განსაცდელისგან დაცვა, გუნების გაუმჯობესება და სხვა. თილისმა შეიძლება იყოს ნებისმიერი ნივთი — საიუველირო ნაწარმიდან დაწყებული, ქვის ნატეხითა და ხის ქერქის ნაჭრით დამთავრებული. მაგ. ქრისტიანების გარკვეული ნაწილი ყელზე ჯვარს ატარებს, როგორც ერთგვარ თილისმას, იმ ვარაუდით, რომ ის მათ უსიამოვნებებისგან დაიცავს (და არა მხოლოდ მათ კონფესიური მიმართულების სიმბოლოს).

თილისმა შეიძლება გახდეს რაიმე პერსონაჟი ან ცხოველი. მაგ. სპორტული გუნდები და მუსიკალური ჯგუფები ხშირად იყენებენ რომელიმე პერსონაჟს საკუთარი სიმბოლო-თილისმის სახით