ბურახი
11:20, 26 თებერვალი 2020-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <big>'''ბურახი'''</big> ---- გამაგრილებელი სასმელი. ამზადებენ ქერის ან ჭ...)
ბურახი
გამაგრილებელი სასმელი. ამზადებენ ქერის ან ჭვავის ალაოს, ჭვავის ფქვილისა და შაქრისგან. ზოგჯერ უმატებენ სურნელოვან ნივთიერებასაც (მაგ.: პიტნას). თავდაპირველად ამზადებენ ბურახის ტკბილს, შემდეგ ადუღებენ ბურახის საფუარებისა და რძემჟავური ბაქტერიების კომბინირებული კულტურით. 6–12 საათში ტკბილის 20–25 °С ტემპერატურაზე დუღილი მთავრდება, აცივებენ 10–15 °С-მდე და საფუარს ურევენ, ფილტრავენ და ასხავენ კასრებსა და ბოთლებში. ცნობილია აგრეთვე ხილკენკროვანი ბურახი — ვაშლის, ლიმნის, შტოშის და სხვ.