გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ზანდუკი

07:36, 3 მარტი 2020-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ზანდუკი

ზანდუკი


სხვათა ენაა, რომელსა აწ უწოდენ; ქართულად კიდობანი ჰქვიან (სულხან-საბა)

სახურავიანი ხის ყუთი. თუნუქის გარსაკრავი სალტეებით შეკრული. გამოიყენებოდა ქალის ტანსაცმლისა და სამკაულების შესანახად. იყო სამზითვო და ქალის პირად საკუთრებას წარმოადგენდა. ოჯახის გაყრის დროს წილში არ შედიოდა. ქვრივის გათხოვების შემთხვევაში ზანდუკი ოჯახში რჩებოდათ. თუ ქვრივი მოახერხებდა განაწყენებულ მაზლებთან შერიგებას, სამზითვო ზანდუკი მას უბრუნდებოდა. ზანდუკი წყაროებში XVIII ს-დან იხსენიება.