გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

დიალექტი

08:26, 3 მარტი 2020-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <big>'''დიალექტი'''</big> ---- (ბერძ. διαλέγομαι, dialegomai "ერთად ლაპარაკი") — გარკვ...)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

დიალექტი


(ბერძ. διαλέγομαι, dialegomai "ერთად ლაპარაკი") — გარკვეული ლიტერატურული ენის არასტანდარტიზებული ვარიანტი, მისი რეგიონალურ-კუთხური ან სალაპარაკო ფორმა, რომელიც ამავე ენის სხვა დიალექტებისგან გარკვეული რაოდენობის ლექსიკური, სინტაქსური თუ ფონეტიკური თავისებურებებით გასხვავდება. მას იყენებს მოსახლეობის შედარებით მცირე ნაწილი, თუმცა იგი ძირითადში გასაგებია სტანდარტული ენის მატარებლებისთვის.

ძირითადად დიალექტთა ორ ტიპს განასხვავებენ:

ლოკალური დიალექტები (ანუ გეოგრაფიული დიალექტები, რომლებსაც გეოლექტებსაც უწოდებენ), რომელთაც შეისწავლის დიალექტოლოგია. ეს დიალექტები შეიძლება თანაარსებობდნენ ერთსა და იმავე დონეზე (მაგ. ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ყველა რეგიონში მეტ-ნაკლებად განსხვავებული ინგლისურით ლაპარაკობენ, მაგრამ არც ერთი ვარიანტი არ არის სხვებზე უპირატესი), ან სტანდარტულ ენასთან შედარებით დაბალ დონეზე იყოს მიჩნეული.

სოციალური დიალექტები (სოციოლექტები), რომელთაც სოციოლინგვისტიკა შეისწავლის.

ცნება "დიალექტი" განსხვავდება ცნებისგან "კილო" (შეადარე ქართლური კილო), რომელიც ენის მხოლოდ ფონოლოგიურ ასპექტს მოიცავს. ასე მაგალითად, აჭარელს შეუძლია ლიტერატურულ ქართულ ენაზე აჭარული კილოთი ისაუბროს, მაგრამ არ შეუძლია სტანდარტიზირებულ ქართულად აჭარული დიალექტით ლაპარაკობდეს.

დიალექტური, კუთხური ენა ლიტერატურაშიც გამოიყენება, ძირითადად ამა თუ იმ რეგიონის ან გარკვეული მოსახლეობის ცხოვრებისეული რეალიების აღსაწერად.