გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

კოტოში

20:55, 6 მარტი 2020-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <div class="img-thumbnail color-border-dotted pull-right">ფაილი:Kotoshi.jpg|right|thumb|275px|link=|<center><small>მინის თანამ...)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
მინის თანამედროვე კოტოშები

კოტოში


ჭიქა, სისხლის მოსაზიდი ჭურჭელი. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, კოტოში მიზიდვით სისხლის გამომღებელი ჭურჭელია. ძველად კოტოშად მოკლედ გადაჭრილ, ვიწრო და ბოლოგახვრეტილ საქონლის რქას ხმარობდნენ. ამჟამად კი ჩვეულებრივ მინის ქილას იყენებენ. რქის კოტოში, სვანურად "კობ" ყანწის მსგავსი ჭურჭელი, ოღონდ ბოლო აქვს მოკვეთილი. რქას ნუნს წააგდებინებდნენ, ცხელ წყალში ან ნაღვერდალში დაალბობდნენ, გათლიდნენ, შემდეგ გაფხეკდნენ, შიგნიდან გამოასუფთავებდნენ ხვეწით და სასურველ ფორმაზე გადაჭრიდნენ. საქონელს ავადმყოფობის დროს, დაჟეჟილ არეს ბასრი დანით მსუბუქად დაუსერავდნენ. რქის კოტოშის გახვრეტილი ბოლოდან ჰაერს ამოწოვდნენ და ნახვრეტს გამდნარი სანთლით დაგმანავდნენ. კოტოშის შიგნით ვაკუუმი იქმნებოდა, რის შედეგადაც იგი მჭიდროდ მოეკიდებოდა ხორცს და სისხლს შეიწოვდა, დასერილი არიდან ცუდი-არამი სისხლი გამოვიდოდა. რქის კოტოში საქართველოში თითქმის ყველგან იყო გავრცელებული. მას იყენებდნენ როგორც საქონლის, ასევე ადამიანის დაჟეჟილი სხეულის სამკურნალოდ.


ლიტერატურა:

  • ნ. მინდაძე, ქართული ხალხური სამედიცინო ტრადიციები კახეთში, 2005

მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=კოტოში&oldid=8044“-დან