გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

თეთრგიორგობა

09:06, 25 მაისი 2020-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
აწყურის თეთრი გიორგის ეკლესია. ახმეტის მუნიციპალიტეტი. კახეთი. საქართველო. ფოტო: პაატა ბუხრაშვილისა

თეთრგიორგობა


ერთ-ერთი ქართული ხალხური დღესასწაული. გიორგობის დღესასწაული აწყურში (კახეთი). აღინიშნება 28 აგვისტოს. ემთხვევა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს (მარიამობას). აწყურში ტაძრის ადგილას ძველად დიდი ტყე ყოფილა, სადაც დადებული ყოფილა თეთრი ლოდი წმ. გიორგის გამოსახულებით. დღესასწაულის სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს. მას ავედრებენ სნეულს, ავი ზნით (ეპილეფსიით) შეპყრობილს. სწირავდნენ ცხვარსა და მამალს. ამ დღეს ემთხვევა არბოობის, გერისთობის, ატოცობის თეთრგიორგობებიც (ქართლი), თეთროსან შკედილის დღეობა (სვანეთი) და სხვა.