გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

აჯილა

11:48, 25 მაისი 2020-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

აჯილა


  1. სამხრეთ საქართველოში საცხოვრებლის შესასვლელის მარჯვნივ ნეფე-დედოფლის დასაჯდომი ადგილი. იგი იდგმებოდა მაშინ, როცა ქორწილს ბოსელში ან დარბაზში შლიდნენ. აჯილაზე მსხდომი ნეფე-დედოფალი აღმოსავლეთის მხარეს იყურებოდა და ქალის, პატარძლის "ჩაბარების" წესს მხოლოდ აჯილას წინ ასრულებდნენ. ის იყო ახალდაქორწინებულთა პირველი საძინებელი ადგილიც (სინ. აჯილაკი);
  2. სამეგრელოში ნეფეს პატარძალი თავის სოფელში ზოგჯერ ნავით მიჰყავდა. ნავის კირჭთან მათთვის განკუთვნილ ადგილს ერქვა აჯილაკი. იხ.: ორმო.

მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=აჯილა&oldid=9553“-დან