ვაზი
ვაზი
- ყურძნის ხე (სულხან -საბა). (ლათ. Vitis) — მცენარის გვარი ვაზისებრთა ოჯახისა. აერთიანებს 70-მდე სახეობას, რომლებიც უმთავრესად დედამიწის თბილი და ზომიერი ჰავის ქვეყნებშია გავრცელებული. ბუნებრივად მოზარდი ვაზი ხვიარაა, საყრდენს ულვაშებით ანუ პწკლით ემაგრება, აქვს ყავისფერი ქერქი, რომელიც ზოლ-ზოლად სცილდება.
- ლეწვის დროს გულთაბოძზე გამობმული რკინის ჯაჭვი ხარების დასაბმელად (მთიულეთი).