თასი
თასი
- ჯამის ფორმის სასმისი, ფიალა;
- აუცილებელი სარიტუალო ჭურჭელი (აღმ. საქართველოს მთიანეთი). იგი ჯვარ-სალოცავის საკუთრებაა. თასით ხატის საყმო წმინდა სასმელს (მთაში მიღებულია ლუდი) ეზიარება. ამავე დროს, ითვლება სალოცავის სიმბოლოდ. ყველაზე ძვირფასი სარიტუალო თასია სახუცო კოჭობი;
- ღვინისა და მარცვლეულის საზომი ერთეული.