თოფი
ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც საქართველოში XV საუკუნიდან გავრცელდა. საქართველოში იხმარებოდა სხვადასხვა სახის თოფები: ყირიმი ანუ ხირიმი, მაჟარო, სიათა, ჯაზაირი, მაჭახელა, ხარა, ჩარმა და სხვა. თოფი შედგებოდა სამი ნაწილისგან: ლულა, სახაზინე ნაწილი (ჩახმახი) და კონდახი.