კულუხი
- ღვინის ღალა (სულხან-საბა). გლეხის ვენახზე დაწესებული ფეოდალური გადასახადი, იხდიდნენ ღვინით. კულუხის გადაკვეთა ხდებოდა ვენახის ფართობის, მოსავლის ან გლეხის შეძლების მიხედვით და მერყეობდა მოსავლის 1/2-იდან 1/10-მდე.
- ხატისათვის შეგროვებული სანოვაგე. მეკულუხეს შობას მიჰქონდა ხატში (მთიულეთი).