გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

პანაშვიდი

პანაშვიდი


  1. (ბერძნ. pannychis — მწუხარის ლოცვა), საეკლესიო მღვდელთმსახურება, ლოცვა მიცვალებულთათვის, სრულდება მიცვალებულის დაკრძალვამდე და დაკრძალვის შემდეგ მე-9, მე-40 დღეს, აგრეთვე დაბადების და გარდაცვალების წლისთავზე, ანგელოზის დღეს. პანაშვიდი შედგება 90 ფსალმუნისაგან, ძლისპირებისაგან თავიანთი ტროპარებით.
  2. მიცვალებულის ოჯახში სამძიმარზე მისვლა. საეკლესიო პანაშვიდის პარალელურად გავრცელებულია სამოქალაქო პანაშვიდი სამგლოვიარო პროცესიებით, მიტინგით, საპატიო ყარაულით.