გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

სულდა

სამეცნიერო ლიტერატურაში ციხე პირველად ნახსენებია ჯავახეთის ისტორიულ-არქიტექტურულ გზამკვლევში. აქ მოცემული აღწერის მიხედვით, სოფელში მდებარე გორაკზე ყოფილა ციხის ნანგრევი, რომლის კედლების ქვები ადგილობრივებს გამოუყენებიათ გორის თავზე სკოლის მშენებლობის დროს, აშენების შემდეგ კი, სკოლას შემოავლეს გალავანი.[1] აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გორის თავზე არსებული გალავნის ნაშთი არ არის აგებული თანამედროვე პერიოდში, ის ნამდვილად განეკუთვნება ციკლოპურ სიმაგრეთა რიცხვს. სამწუხაროდ, დღეისათვის კედელი მხოლოდ ორ-სამ წყებადაა შემორჩენილი. გორის თავზე, ასევე, შემორჩა ქვის მშრალი წყობის ნაგებობა, რომლის დიდი ნაწილი სკოლის შენობას აქვს დაზიანებული. ეკლესიის რეაბილიტაციის დროს ეკლესიის გარშემო მოჭრილი იყო ფერდის დიდი ნაწილი. გადანაყარ მიწაში აიკრიფა რკინის ხანის და შუა საუკუნეების კერამიკული მასალა.

ეკლესიის ინტერიერსა და მის გარეთ ჩატარებულმა არქეოლოგიურმა სამუშაოებმა ნამოსახლარის კვალი ვერ გამოავლინა.[2] აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ აკრეფილი კერამიკული მასალა ჩამორეცხილია გამაგრებული დასახლების ტერიტორიიდან, როდესაც მოხდა გორის თავის მოსწორება და სკოლის აშენება.

სულდა

რეგიონი ჯავახეთი
უახლოესი დასახლება სულდა
აბსოლუტური სიმაღლე 1935 მ
მოიცავს 0.5 ჰა
კედლის სისქე
გრძედი 41.277478° N
განედი 43.370966° E
Google Plus კოდი 79GC+X9 Sulda
ტიპი გამაგრებული დასახლება


წყარო

  • დიმიტრი ნარიმანიშვილი, საქართველოს ციკლოპური სიმაგრეები, თბ., 2019

ლიტერატურა

  1. ჯავახეთი, ისტორიულ-ხუროთმოძღვრული გზამკვლევი, რედაქტორი: დ. თუმანიშვილი. თბ., 2000, გვ. 33
  2. გ. ნარიმანიშვილი, არქეოლოგიური სამუშაოები სოფ. სულდაში 2013 წელს, (ხელნაწერი, ინახება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქივში). 2013
მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=სულდა&oldid=13833“-დან